saqarTvelos mdinareebi - jomaRiswyali

ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი
სათავე მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°35`12` ჩ. გ. 44°01`05` ა. გ.
შესართავი დიდი ლიახვი 42°31`59` ჩ. გ. 44°05`41` ა. გ.
სიგრძე 11.2 კმ
აუზის ფართობი 67.8 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1.93 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2995 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადს. სიგრძე 11,2 კმ, აუზის ფართობი 67,8 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობაა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა - ზამთარში, ადრე შემოდგომაზე იშვიათად იცის წყალმოვარდნა. მდინარე ჯომაღისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2040 მ სიმაღლეზე მდებარეობს სოფელი მაღი. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,93 მ³/წმ.